კალაძე ტოპ 20-ში მოხვდა. ქართველი მცველის კიდევ ერთი აღიარება

4-03-2021, 23:07

იტალიურმა გამოცემამ სილვიო ბერლუსკონის მიერ "მილანში" განხორციელებული ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები დაასახელა.

საინტერესოა, რომ საუკეთესო ოცეულში კახა კალაძეც მოხვდა. ქართველი მცველი 2001 წელს "როსონერიმ" 16 მილიონად შეიძინა და ეს "ბერლუსკონის სიაში" მე-19 ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.

ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელებიც, როგორებიც არიან რონალდინიო, ანდრეი შევჩენკო, პიპო ინძაგი და სხვები. პირველ ადგილზე რუი კოშტაა, რომლის სანაცვლოდაც "მილანმა" 41 მილიონი ევრო გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ მილანური გრანდი ბერლუსკონის მფლობელობაში 1986-2017 წლებში გახლდათ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით