• 19-06-2023
    ეროვნული ნაკრები გლაზგოში ჩაფრინდა - ახალი ცნობები
    ეროვნული ნაკრები გლაზგოში ჩაფრინდა - ახალი ცნობები

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საფეხბუთო ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებულად დაიწყო, გუნდი 2 მატჩის შემდეგ ჯგუფში 4 ქულით 2 ადგილს იკავებს.

    ვილი სანიოლის გუნდმა კვიპროსს სტუმრად ანგარიშით 1-2 სძლია და გლაზგოსკენ გაემგზავრა, სადაც მესამე მატჩს ჯგუფის ლიდერ, შოტლანდიასთან გამართავს.

    როგროც მედიაში ვრცელდება, "ჯვაროსნები" შოტლანდიაში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. 19 ივნისს ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ "ჰემპდენ პარკზე" ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება.

    აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩი 20 ივნისს თბილისის დროით 22;45 წუთზე გაიმართება. 

    Facebook კომენტარები