ნახეთ რა გააკეთა კაშიამ მოედანზე, როცა ყველა კვარაცხელიას გოლს აღნიშნავდა (ფოტო)

1-04-2021, 18:28

საბერძნეთთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას არაჩვეულებრივ გოლს გულშემატკივრის მხრიდან დიდი აღტაცება და გამოხმაურება მიჰყვა.

კვარას გოლის აღნიშვნის მომენტში საზოგადოების ყურადღება საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ მიიღცია.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე სჩანს, როგორ ამხნევებს კაშია ოთარ კაკაბაძეს, რომელმაც კვარას გოლამდე 2 წუთით ადრე ავტოგოლი გაიტანა.

"კვარა გასაგებია, ფოკუსშია, გმირია. მაგრამ დააკვირდით კაშიას! როგორ ამხნევებს ხვიჩას გოლის ზეიმის დროს კაკაბაძეს, რომელმაც 2 წუთის წინ ავტოგოლი გაიტანა. გურამ კაშია ძალიან მაგარი ლიდერია!"

"კაშო ყოველთვის ლიდერი იყო,მაგრამ რაც ამ 3 თამაშში გააკეთა,რავიცი საოცარი იყო. ტოპ პერფორმანსი", - წერს სოციალურ ქსელებში გულშემატკივარი.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩი გაუქმდება?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით