"ხვიჩა ამ კლუბებში არ უნდა გადავიდეს", - სლუცკი

3-04-2021, 20:07

ყაზანის "რუბინის" დამრიგებელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ არჩევანი "მილანზე" და "იუვენტუსზე" არ უნდა შეაჩეროს:

"სერია ა-ს ტოპ გუნდები? ვფიქრობ ხვიჩა "მილანში" და "იუვენტუსში" არ უნდა გადავიდეს. მას უფრო საშუალო დონის კლუბის სჭირდება მაგალითად "ატალანტა", "სევილია" ან "ლევერკუზენი".

"თუ ხვიჩა საკმარის სათამაშო დროს ვერ მიიღებს, შეაძლოა შინაგანად ჩამოიშალოს, ეს კი დიდ კლუბში გადასვლის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება. ამიტომ ვურჩევდი, რომ ჯერ შუა საფეხბური გაიაროს", - განაცხადა სლუცკიმ.

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში თავი გამოიჩინა და მასზე თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის პრესა ლაპარაკობს.

მანამდე იწერებოდა, რომ მალდინის ბლოკნოტში უკვე ჩანიშნულია "რთულად წარმოსათქმელი გვარის მქონე ნიჭიერი ქართველი" და მას ევროპული გრანდების სკაუტები ესპანეთთან შეხვედრაში აკვირდებოდნენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით