"საქართველოში ფინალამდე ისეთ ემოციებში ვიყავი, სტადიონზე მისვლამდე სამჯერ ვიტირე "

3-04-2021, 22:07

ვლადიმირ ვაისი 2020 წელს სლოვაკეთის საუეკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, საფუძველი კი საქართველოს ნაკრებში წარმატებული მუშაობა დაასახელეს.

"საქართველოში ჩვენ მიზანს ვერ მივაღწიეთ, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით და ძალიან იმედგაცრუებული დავრჩით. ამიტომ არ ველოდი, რომ ვინმე გამიხსენებდა. ამ პრიზს სული აქვს, რადგან ეს არის ვენგლოშის პრიზი, რომელიც ჩემი პედაგოგი და, უპირველესად, დიდი ადამიანი იყო. ვისგანაც მწვრთნელობას ვსწავლობდი. თვითონ არ მჯეროდა, რომ გამორჩეულთა კომპანიაში დავბრუნდებოდი".

"ფინალამდე ისეთ ემოციებში ვიყავი, რომ სტადიონამდე მიმავალ გზაზე სამჯერ ვიტირე. ნაკრების ავტობუსს 50 000-მდე ადამიანი აცილებდა და სტადიონამდე ასე მივედით. ეს წაგება ამის გამო უფრო დასანანია. ქართველები კიდევ უფრო განვითარდებიან და უფრო თავდაუზოგავად ითამაშებენ. მათ ეს თვისება გააჩნიათ. მაგრამ მათ დისციპლინა აკლდათ და ვცდილობდით, ეს დაგვენერგა. ის ფაქტი, რომ ესპანეთს მოვუგეთ, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან პრობლემა შეგვექმნა, მეტყველებდა, რომ საკუთარი ძალის ბოლომდე არ სჯეროდათ, იქ მუშაობა ადვილი არ არის', - განაცხადა ვაისმა ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ/

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით