როგორც იცით, იტალიურმა გამოცემა "Calciomercato"-მ დაწერა, რომ "მილანი" ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით სერიოზულადაა დაინტერესებული და კლუბის გენერალური დირექტორი, პაოლო მალდინი, უკვე ესაუბრა ყოფილ თანაგუნდელ კახა კალაძეს.
აღნიშნული ინფორმაცია, ყველაზე სანდო წყარომ - Sportmediaset-მაც დაადასტურა. გამოცემა წერს, რომ მხარეები მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ და მასში კახა კალაძეც იქნება ჩართული.
"20 ტალანტი ყაზანის "რუბინიდან", რუსული პრემიერლიგის ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა. ბოლოს მან 3 არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და "მილანთან" ერთად ხვიჩას "ბაიერნიც" აკვირდება", - წერს Sportmediaset-ი.
-
|
-
|