საქართველოს პირველი არხის ეთერში არჩილ არველაძემ ტყუპისცალის, შოთა არველაძის მომავალი პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.
"უზბეკეთი დასრულდა და სხვა მწვერვალების დაპყრობა გვსურს. ევროპაში სეზონი დასრულებისკენ მიდის. შესაძლოა, მაისამდე გადაწყვეტილება არ მიიღოს, მაგრამ აზიაში თუ მოუწია წასვლა, საკითხი აპრილში გადაწყდება".
"ლაპარაკია ყატარზე, მაგრამ არის ნიდერლანდებში, თურქეთში მუშაობის შანსი. სხვათა შორის, ძალიან კარგი ვარიანტია ნიდერლანდებში - შოთა "აზ ალკმაარის" მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია. ევროპაში მუშაობა კარგია, მაგრამ ყოველთვის ისე არაა, როგორც ჩვენ გვინდა", -ამბობს არჩილ არველაძე.
-
|
-
|