ვაინალდუმი: "პირველმა ტაიმმა "რეალთან" მატჩის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა იქონია"

7-04-2021, 16:17

„ლივერპულის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩი შეაფასა, სადაც მერსისაიდელები მადრიდის „რეალთან“ 3:1 დამარცხდნენ.

„ძალიან რთული მატჩი იყო. პირველ ტაიმში საშინლად გამოვიყურებოდით, რამაც მატჩის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა იქონია. ორ მომენტში, როცა ოდნავ ყურადღება მოვადუნეთ, მათ უმალვე გაგვიტანეს.

მიუხედავად ამისა, გასვლაზე გატანილმა გოლმა თავდაჯერება შეგვმატა. მომდევნო მატჩში უნდა გავიტანოთ და კარიც მშრალად უნდა შევინახოთ. დაცვის ხაზში თამაში გაცილებით უკეთ გვმართებს."-განაცხადა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩი გაუქმდება?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით