სერხიო აგუეროს შესახებ ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას გვაწვდის

7-04-2021, 17:05

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავის სერხიო კუნ აგუეროსთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, არგენტინელს მხოლოდ ორი კლუბი დაუკავშირდა - "ბარსელონა" და "პსჟ".

გარდა ამისა, რომანო აქვე დასძენს, რომ აგუერო ევროპაში კიდევ 1 ან 2 სეზონს გაატარებს, რის შემდეგაც მშობლიურ "ინტეპენდიენტეში" დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ კუნს "ქალაქელებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანას" მისი დამატება უფასოდ შეეძლება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით