ტომას ტუხელს "პორტოსთან" მატჩისთვის ლიდერები უბრუნდებიან

7-04-2021, 18:31

ცოტა ხნის წინ ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის წინასამატჩო პრესკონფერენცია დასრულდა.

გერმანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან უამრავ თემაზე ისაუბრა და მათ შორის ტრავმების საკითხსაც შეეხო.

როგორც ცნობილი გახდა, ლონდონელები "პორტოსთან" მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან - ტამი, პულისიჩი და კანტე საჩემპიონთლიგო განაცხადში აუცილებლად იქნებიან.

ტუხელის თქმით, ფრანგი ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს და თერთმეტეულს საჭიროების შემთხვევაში შეუერთდეაბა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით