ვინისიუსი: "მისი მსგავსი ფეხბურთელი მე არ მინახავს"

7-04-2021, 19:22

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევმა ვინისიუს ჟუნიორმა, რომლის მიმართაც ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი კრიტიკა იყო, "ლივერპულის" წინააღმდეგ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ბრაზილიელმა მერსესაიდელების წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და გამარჯვების მოპოვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ვინიმ მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარიც გააკეთა.

"კროოსი უბრალოდ საოცრებაა. მისი მსგავსი სხვა არავინ მინახავს.

"ათ ბალიანი სისტემით ჩემს თავს ათ ქულას დავუწერდი. მართლა ამაყი ვარ, რომ გუნდს სასურველი მიზნის მიღწევაში დავეხმარე.

"ხალხი ყოველთვის ლაპარაკობს, მე კი ვშრომობ. ჩემი თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ, რომ თავდაჯერება მომეპოვებინა და აქამდე მოვსულიყავი", - განაცხადა ბრაზილიელმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩი გაუქმდება?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით