ფერნანდეში: "ხალხი "მანჩესტერ იუნაიტედს" აკრიტიკებს"

7-04-2021, 23:36

FourFourTwo-სთან საუბრისას ბრუნო ფერნანდეშმა განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის ტიტულის ასაღებად უფრო მეტი მატჩის მოგება მართებთ.

"ინგლისში ძნელია სტაბილურად შეხვედრების გამარჯვება, რადგან პრემიერლიგაში სუსტი გუნდი არ არსებობს, ყველას შეუძლია წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ეს ამ სეზონშიც დამტკიცდა.

ცალსახაა, რომ წინა სეზონისგან განსხვავებით იუნაიტედს პროგრესი აქვს, ჩვენ მეორე ადგილზე ვიმყოფებით და არამგონია, სეზონის დაწყებამდე ბევრს ეწინასწარმეტყველებინა ჩვენი ეს შედეგი.

სეზონის პირველი შეხვედრები ცუდად ჩავატარეთ, ხალხმა კი ჩვენი კრიტიკა დაიწყო, თუმცა სხვების აზრს ყურადღება არ მივაქციეთ და მაქსიმუმი დავდეთ, ჩვენ გვჯერა, რომ მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულისათვის ბრძოლას შევძლებთ" - განაცხადა ბრუნომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით