ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ვლადიმერ გუცაევმა ისტორიიდან ერთ-ერთი მატჩი გაიხსენა.
"ქართველ მწვრთნელებს ამ ნაკრებში უფრო დიდი წარმატება ჰქონდათ, ვიდრე უცხოელებს. მათი ხელმძღვანელობით უფრო ძლიერ გუნდებს ვუგებდით."
"მოლდოვეთთან წაგება ტრაგედია იყო. არადა 90-იან წლებში ორივე მატჩში დავამარცხეთ. მაშინ რუსი სტუმრები მყავდა და თამაშზე წავიყვანე."
"მოგების შემდეგ მანქანაში დიალოგის დროს ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა: "ნახე, ამათი მეკარეც კი ტექნიკურიაო." მაშინ ნაკრების კარს ირაკლი ზოიძე იცავდა." - იხსენებს გუცაევი.
-
|
-
|