როგორ შეიცვალა კოეფიციენტები ჩემპიონთა ლიგაზე პირველი წრის შემდეგ

8-04-2021, 01:24

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ წრის მატჩები დასრულდა და უკვე თითქმის ყველა წყვილში გამოიკვეთა ფავორიტი.

თამაშების შემდეგ საბუკმეიკერო კანტორებმა კოეფიციენტები განაახლეს და გასაკვირი არ არის, რომ "ბაიერნისა" და "პსჟს" წყვილში ფავორიტად ეს უკანასკნელი მიიჩნევა.

თუ ამ დრომდე "ბაიერნის" გასვლას 1/2 ფინალში 1.5 კოეფიციენტი ჰქონდა, ახლა ის საკმაოდ გაიზარდა და 5.0-ს უტოლდება. საპირისპიროდ კი, "პსჟს" მომდევნო ეტაპზე გასვლის კოეფიციენტი 2.6-დან 1.16-მდე დაეცა.

ფავორიტის სტატუსი ასევე შეიცვალა "რეალისა" და "ლივერპულის" წყვილში. მადრიდელებმა საკუთარ კედლებში 3:1 იმარჯვეს. ახლა მათ გასვლას მხოლოდ 1.25 კოეფიციენტი აქვს, ნაცვლად 2.40-ისა, მერსისაიდელების წარმატებას კი - 3.75, ნაცვლად 1.60-ისა.

"პორტუსა" და "ჩელსის" წყვილში სტუმართა 0:2 გამარჯვების შემდეგ პორტუგალიელები, ფაქტობრივად, ჩამოწერეს და მათ გასვლას 15.0 აქვს კოეფიციენტი. "ლურჯების" წარმატებას კი 1.02.

რაც შეეხება "სიტისა" და "დორტმუნდის" წყვილს, მიუხედავად იმისა, რომ "ქალაქელებმა" შინ 2:1 იმარჯვეს, ისინი მაინც აშკარა ფავორიტებად მიიჩნევიან და მათ გასვლას 1.11 აქვს კოეფიციენტი. გერმანელების გამარჯვებას კი - 6.00.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩი გაუქმდება?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით