ფლიკი: "საკუთარი ფეხბურთელების პერფორმანსებით ვამაყობ"

8-04-2021, 02:07

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, ჰანსი ფლიკი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"მეტოქემ მხოლოდ რამდენიმე შანსი მიიღო მთლიანი მატჩის განმავლობაში და სამი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მიუხედავად ამისა, საკუთარი ფეხბურთელების პერფორმანსებით ვამაყობ."

"შეგვეძლო ორთაბრძოლა ბევრად უკეთესი შედეგით დაგვესრულებინა, რადგანაც ამის შესაძლებლობა ნამდვილად გვქონდა."

"ახლა ერთადერთი რაც შეგვიძლია, მომდევნო მატჩისთვის სრულყოფილად მომზადებაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "პსჟ-ს" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:3.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით