როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენსა" და მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში რეკორდი შეწყდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელი მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობის გუნდი ევროპულ ტურნირზე 2 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა.
ცნობების მიხედვით, ბოლოს "ბაიერნმა" 2019 წლის მარტში, "ლივერპულთან" წააგო.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "პსჟ-ს" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:3.
-
|
-
|