გურამ კაშია: "დიახ, კვარაცხელია მუდამ ამას აკეთებს"

8-04-2021, 23:47

პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. გურამის თქმით, ხვიჩა საოცარი ტალანტია და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

"კვარა ჯერ ახალგაზრდაა და თამაშს რომ იწყებს, მუდმივად, 90 წუთს 120 კმ/სთ სიჩქარით ატარებს. როცა გაიზრდება, ენერგიას უფრო დააბალანსებს. თავიდან ძალიან ბევრ ძალას ხარჯავს. სულ ბურთით ყოფნა უნდა და ჩვენც ხელს ვუწყობთ“.

"მას დაცვაშიც თამაში არ ეთაკილება. ბერძნების შეტევების დროს მან დიდი დახმარება გაგვიწია". - აცხადებს გურამი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით