Gazzeta Dello Sport-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა

9-04-2021, 20:19

ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენს სტატია ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა Gazzeta Dello Sport-მაც მიუძღვნა, რომელიც ასე დაასათაურა - "ინსპირაცია, დრიბლინგი და გოლი: ვინ არის კვარაცხელია? ქართველი, რომელიც "მილანს" მოსწონს".

"ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც "რუბინში" თამაშობს, გოლი გაუტანა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს და ახლა ნახევარი ევროპა მის გადაბირებას ცდილობს".

"მსურველთა შორის მოწინავე პოზიციას "მილანი" იკავებს, რომელიც ტალანტებს ყოველთვის ეძებდა".

"20 წლის ფეხბურთელის გვარი მალდინის ბლოკნოტშია ჩანიშნული. კვარაცხელია რომ ძალიან ძლიერია, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს", - წერს გამოცემა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით