მორიგი მძიმე ტრავმა. ცნობილია, რამდენს იუქმებს გიორგი ჩაკვეტაძე

10-04-2021, 14:55

ბელგიური "გენტის" ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის აგენტი, გიორგი გაკოხიძე იუწყება, რომ მისი კლიენტი კიდევ ერთხელ ტრავმირებულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა, რის გამოც მომდევნო 4-6 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს ასპარეზობას.

ცნობების მიხედვით, ჩაკვეტაძე 22 მარტს ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ, თავს კარგად გრძნობდა, თუმცა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მან სავარაუდოდ სავარჯიშო სესიაზე, მძიმე დაზიანება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ 2020 წელს, 366 დღიდან 165 ტრავმის გამო გამოტოვა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით