"მილანს" იტალიაში კონკურენტები გამოუჩნდნენ

10-04-2021, 23:17

TUTTOmercatoWEB-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელის შესაძენად კიდევ ორი იტალიური კლუბი ბერგამოს "ატალანტა" და მილანის "ინტერი" იბრძოლებენ.

20 წლის ქართველი გარემარბისსადმი "მილანის" ინტერესზე ძალიან ბევრი იწერება და სხვადასხვა გამოცემა ლომბარდიულ გრანდს ფავორიტადაც ასახელებს.

შეგახსენებთ, SportmediaSet-მა დაადასტურა, რომ ყაზანის "რუბინის" ქართველი ვინგერის შესახებ მალდინი კახა კალაძეს ესაუბრა და მალე მის აგენტსაც შეხვდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით