სიომინი ხვიჩას "მილანში" გადასვლას არ ურჩევს

10-04-2021, 20:36

მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპაში საუკეთესო კლუბების დაინტერესებაზე კომენტარი გააკეთა.

"ფიქრობ, რომ ხვიჩასთვისადვილი იქნება "მილანში" დამკვიდრება, მაგრამ მისთვის იტალია სწორი არჩევანი არ არის, რადგან იტალიის ჩემპიონატი ძალიან რთულია. ვფიქრობ, ხვიჩას ესპანეთის პრიმერა ან ჰოლანდიის ჩემპიონატი უფრო შეეფერება. ამ ქვეყნებში უფრო შემტევი ფეხბურთია და ქართველი თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენას შეძლებს. მაგრამ გუნდზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული".

"ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭია და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მეორეც, ხვიჩა მიზანმიმართულია. მესამე, ის სლუცკის კარგ ხელში და კარგ გუნდში აღმოჩნდა, რომელშიც მუდმივად პროგრესირებს. კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებშიც თავი ჩინებულად გამოავლინა. მას სიამოვნებს ფეხბურთი. ამავდროულად, მისი ტექნიკური უნარის დონე უფრო და უფრო იზრდება. მას კიდევ უფრო დიდი პოტენციალი გააჩნია".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით