რა დაემართა რეალურად ჩაკვეტაძეს, ნაკრების ექიმი განცხადებას აკეთებს (ვიდეო)

11-04-2021, 14:08

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ყოფილი ექიმის, მერაბ ვარძუკაშვილის "AdjaraSport-თან" გაკეთებულ განცხადებას გიორგი ჩაკვეტაძის კიდევ ერთი ტრავმის შესახებ:

"მე ვიყავი ბელგიების მხრიდან ის "ცუდი ექიმი", რომელიც ამბობდა, რომ გიორგის თავიდანვე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, ტრავმიდან 1 თვეში მომეცა საშუალება გიორგი გამესინჯა, როდესაც ის თბილისში მცირე დროით ჩამოვიდა, ტომოგრაფიული გამოკველების ჩატარების შემდეგ გიორგის პირდაპირ ვუთხარი, რომ ჯობდა ოპერაცია გაეკეთებინა."

"ეს ყოველივე სამომავლო პრობლემების თავიდან ასარიდებლად უნდა გაკეთებულიყო, თუმცა პასუხი მათი მხრიდან იყო ის, რომ ჰქონიათ ასეთი შემთხვევები და "გამომძვრალან" ოპერაციის გარეშე."

"ვერ შევედავებოდი, რადგანაც ახალგაზრდას სხეულს აქვს სწრაფი რეგენერაციის უნარი, მაგრამ ეს ყველაფერი არის დაფუძნებული სუბიექტურ გამოცდილებაზე და მაშინაც და ახლაც ხაზს ვუსმევ, რომ ტრავმის მექანიზმიდან გამომდინარე, მაშინვე უნდა გაკეთებულიყო ოპერაცია."

"როდესაც ფეხბურთელი 1 წლიანი ტრავმიდან ბრუნდები, ხშირად იღებ არა იმ ტრავმას, რომელიც ცოტა ხნის წინ მოიშუშე, არამედ უთამაშებლობიდან განპირობებულ კუნთის დაზიანებებს, რომელიც ბიომექანიზმის დარღვევითაა განპირობებული."

"ახლა გიორგის სულ სხვა მიმართულებით აქვს ტრავმა, მაგრამ ეს ცუდი მკურნალობის ან რეაბილიტაციის პროცესის დროს შეცდომის დაშვების ბრალი ნამდვილად არაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ტრავმა მიიღო, რის გამოც მომდევნო 4-6 კვირის განმავლობაში ვერ იასპარეზებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით