ზიდანმა კლასიკოს სადავო ეპიზოდის შესახებ ისაუბრა

11-04-2021, 14:14

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" ალფრედო დი სტეფანოს სახელობის მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა და 2-1 სძლია.

მატჩის შემდეგ მედიასთან სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.

"ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ. შედეგით ძალიან ბედნიერები ვართ. დაძაბული თამაში გამოვიდა. ორ ტურნირზე ერთად მონაწილეობა ფიზიკურად რთულია.

პენალტის შესახებ საკუთარი აზრის ქონა ყველას შეუძლია, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მსაჯი იღებს. ჩვენ საკმარისი შანსები გვქონდა მატჩის ადრევე დასამთავრებლად.

ლუკასმა ძლიერი დარტყმა მიიღო, მაგრამ ის ოდრიოსოლამ ჩაანაცვლა და ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ კარგად გამოუვიდა.

კოჭლობდნენ, თუ არა ვალვერდე და მილიტაო მოედანზე? კი.. ჩემმა მოთამაშეებმა ფიზიკურ ლიმიტს მიაღწიეს. დღევანდელი მატჩი ყველასთვის დამღლელი აღმოჩნდა" - განაცხადა ზიდანმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით