კუმანი კლასიკოში განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილოა

11-04-2021, 18:56

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "ელ-კლასიკო" გაიმართა, რომელიც მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. კატალონიელები აღშფოთებას არც მოედანზე და არც სოციალურ ქსელებში მალავდნენ.

"ბარსას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა "თვითერის" მეშვეობით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უიღბლობაზე და Var-ის გამოუყენებლობაზე საუბრობს.

"თამაშის დროს გარკვეული უპირატესობები გვქონდა. რეალური შანსები გვქონდა და უკეთესი შედეგის მოლოდინში ვიყავით. საბოლოოდ მსაჯის გადაწყვეტილებებითა და Var-ის გამოუყენებლობით სასურველ მიზანს ვერ მივაღწიეთ. სამწუხაროა" - ამბობს ნიდერლანდელი.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით მადრიდის "რეალი" სატურნირო ცხრილში, დროებით პირველ ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით