ვასკესით 4 გრანდი ინტერესდება

11-04-2021, 22:23

"Calciomercato"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" მადრიდის "რეალის" მოთამაშე ლუკას ვასკესით ინტერესდება.

პაოლო მალდინი ფეხბურთელის მხარესთან კომუნიკაციაშია და ლომბარდიულ გრანდს სურს, რომ ესპანელს სეზონში, ანაზღაურების სახით, 4 მილიონი ევრო შესთავაზოს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლუკასზე თვალი "როსონერისთან" ერთად მიუნხენის "ბაიერნს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მილანის "ინტერსაც" აქვს დადგმული.

სტატისტიკისთვის, ამ სეზონში 29 წლის ვინგერის ანგარიშზე მადრიდული კლუბის მაისურით 34 მატჩში 2 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით