"წესიერად ილაპარაკე", - როგორ მიმართა კლასიკოს მსაჯმა ლეო მესის

12-04-2021, 11:13

როგორც მოგეხსენებათ, გუშინდელი "ელ კლასიკო" ბოლო წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა.

გარდა უშეღავათო ბრძოლისა და ორმხრივი შეტევებისა, პრეტენზიები უხვად გამოითქვა მატჩის მთავარი არბიტრის, ხესუს ხილ მანსანოსადმი, ძირითადად, "ბარსელონას" მხრიდან.

როგორც ირკვევა, მანსანოს არა მხოლოდ რონალდ კუმანთან და ხერარდ პიკესთან მოუხდა შელაპარაკება, არამედ "ბლაუგრანას" კაპიტანთან, ლეო მესისთანაც.

"წესიერად ილაპარაკე და პატივისცემა გამოიჩინე!" - Mundo Deportivo-ს თანახმად, სწორედ ეს სიტყვები უთხრა ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელმა რეფერის.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში არბიტრმა ლეოსაც მკაცრად, შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ფეხბურთის წესები იცი თუ არა? თუ არ იცი, მაშინ მოგვიანებით აგიხსნი."

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით