ჟოან ლაპორტა: "მთავარი ბრძოლა ჯერ წინაა"

12-04-2021, 16:55

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მადრიდის "რეალთან" წაგებულ მატჩს მოკლე განცხადებით გამოეხმაურა.

"წინ კიდევ 8 მატჩი გვაქვს ჩვენი მიზნის ასრულების ანუ ლა ლიგის მოგებამდე.

ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

გაუმარჯოს "ბარსელონას"!" - ბრძანა ჟოანმა.

შეგახსენებთ, რომ პრიმერას დასრულებამდე 8 ტურით ადრე "ბარსა" "რეალსა" და "ატლეტიკოს" თითო-თითო ქულით ჩამორჩება, თუმცა "როხიბლანკოს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომელსაც ისინი დღეს, "ბეტისის" წინაამღდეგ გამართავენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით