ვასკესისთვის სეზონი დასრულდა

12-04-2021, 21:19

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ლუკას ვასკესისთვის "ბარსელონასთან" მატჩშიი მიღებული ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა.

როგორც იცით, ესპანელმა ფეხბურთელმა ზემოხსენებული "ელ კლასიკო" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და დაზიანება მატჩის 43-ე წუთზე, ბუსკეტსთან შეტაკების შედეგად მიიღო.

სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ ვასკესს მარცხენა მუხლის ჯვარედინა იოგები აქვს დაზიანებული და სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით