"მესი თუ მბაპე?" - ამ კითხვას ნეიმარმა შეუდარებელი პასუხი გასცა

13-04-2021, 18:53

"პსჟ-ს" ბრაზილიელ მეგავარსკვლავს, ნეიმარს თავისი ყოფილი და ამჟამინდელი თანაგუნდელების - ლეო მესისა და კილიან მბაპეს შედარება სთხოვეს.

"მესისა და მბაპეს შედარება არ შეიძლება. ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან. ლეო საუკეთესო მოთამაშეა ვინც კი ოდესმე მინახავს, ხოლო კილიანი საუკეთესოობისკენ მიმავალ გზაზეა შემდგარი.

კილიანი ძალიან სწრაფია, ამიტომ ყოველთვის ფოკუსირებული უნდა ვიყო მაშინ, როცა მასთან ერთად ვარ მინდორზე. იგივე გრძნობა იყო, როცა მესისთან, სუარესთან და ინიესტასთან ერთად ვთამაშობდი." - თქვა ნეიმ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობების თანახმად, ბრაზილიელი ისევ განიხილავს "კამპ ნოუზე" დაბრუნებას.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით