რა როლი ექნება კალაძეს კვარაცხელიას ტრანსფერში - იტალიური მედიის ახალი ინფორმაცია

14-04-2021, 13:27

უკანასკნელი ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით რამდენიმე იტალიური გრანდია დაინტერესებული. თუ აპენინურ მედიას დავუჯერებთ, "მილანი" ქართველი ტალანტის ხელში ჩასაგდებად საკუთარი კონტაქტების გამოყენებასაც შეეცდება და მოლაპარაკების პროცესში კახა კალაძესაც დაიხმარს.

აქამდე არსებული ცნობით, კალაძესა და მალდინის შორის უკვე შედგა არაოფიციალური საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციური ტრანსფერის დეტალებზე, თუმცა ამაზე მეტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გამოცემა gonfialarete.com იმასაც წერს, რომ კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ევროპაში იმყოფებოდა და იტალიური გუნდის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას სატრანსფერო ფასი ამ ეტაპზე 15 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით