კვარაცხელიას საქმეში არველაძეც ჩაერთო?!

14-04-2021, 20:49

Spot-Express-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედითაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვინგერს "აიაქსში" შოთა არველაძე ლობირებს და ნიდერლანდული კლუბი მასში 20 მილიონის გადახდას აპირებს.

"აიაქსი" სერიოზულადაა დაინტერესებული "რუბისნის" ახალგაზრდა ვარსკვლავით. კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მალე შეხვდება კლუბის სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს. ჯუღელმა ევროპულ კლუბებთან აქტიური მოლაპარაკებები გაზაფხულზე დაიწყო. ესპანეთისა და საბერძნეთის კარში გატანილი გოლების შემდეგ, კვარაცხელიას მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა".

"როგორც იცით, "მილანის" დაინტერესების შესახებ ცნობილია და "როსონერის" ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ხვიჩას რეკომენდაცია გაუწია".

"ჩვენი ცნობით, ამსტერდამის კლუბის ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე დაეხმარა ფეხბურთელის აგენტს და "აიაქსის" ხელმძღვანელობასთან შეახვედრა. ვეტერან ქართველ ფეხბურთელს სურს კვარაცხელიას ევროპაში გადასვლაში დაეხმაროს და ურჩევს ამსტერდამის კლუბში გადასვლას, სადაც თავად ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს 95 მატჩი ითამაშა", - წერს გამოცემა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით