"აიაქსის" წარმომადგენლის ოფიციალური განცხადება ტრანსფერთან დაკავშირებით

15-04-2021, 11:32

"აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა განაცხადა, რომ ამსტერდამული გრანდი ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერესებული არ არის. მან ამის შესახებ Евро-Футбол.Ру-ს კორესპონდენტს, სერგეი რუმიანცევს განუცხადა:

"არასწორი ინფორმაცია გაქვთ."აიაქსი" კვარაცხელიათი დაინტერესებული არ არის. არავითარ მოლაპარაკებაზე საუბარი არ ყოფილა".

შეგახსენებთ, რომ რუსულ პრესაში არსებული ცნობით, მამუკა ჯუღელი ამსტერდამში მოლაპარაკებისთვის მიემგზავრებოდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით