შოთა არველაძე: "აიაქსთან" დაკავშირებით, მოლაპარაკებებში არ ჩავრეულვარ"

15-04-2021, 12:23

რუსული სპორტ ექსპრესის ინფორმაციით, მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე ამსტერდამის "აიაქსთან" მოსალაპარაკებლად მიემგზავრება.

იმაზე გამოცემის თქმით, "აიაქსში" ხვიჩას ტრანსფერს შოთა არველაძე ლობირებს. ამ თემასთან დაკავშირებით შოთას ADJARASPORT დაუკავშირდა.

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის თქმით, იგი არანაირ მოლაპარაკებაში ჩართული არაა.

"ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერთან არაფერი მაქვს საერთო. "აიაქსთან" დაკავშირებით, არანაირ მოლაპარაკებებში არ ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ. არანაირ ლობირებაზე არ არის ლაპარაკი. თუ რამეში დახმარებას შევძლებ, რეკომენდაციებით თუ ხვიჩას დახასიათებით, ამას ნებისმიერ დროს, დიდი სიამოვნებით გავაკეთებ". - ციტირებს არველაძის სიტყვებს ADJARASPORT.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით