იტალიელების სენსაციური ინფორმაცია, კვარაცხელიას გარდა "იუვენტუსს" კიდევ ერთი ქართველი სურს

16-04-2021, 11:57

იტალიური მედია პორტალის grandhotelcalciomercato-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" ხვიჩა კვარაცხელიას გარდა კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთლს აკვირდება.

ამჟამად საუბარია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 18 წლის ფებურთელზე ლუკა გაგნიძეზე. 

გამოცემაზე გაგნიძეზე წერს, რომ ის ძირძველი საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და მოედნის განსაკუთრებული ხედვა გააჩნია. მას ბევრი აკვირდება და ტურინულმა გრანდმა ინტერესი 2020 წლიდან გამოიჩინა.

გარდა "იუვენტუსისა", გაგნიძის საკუთარ რიგებში ხილვა კიდევ რამდენიმე იტალიურ გუნდს სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით