ზლატანი ფეხბურთიდან შესაძლოა 3 წლით მოკვეთონ, სარგებელს საქართველოც ნახავს?

16-04-2021, 12:17

შვედური მედიის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფეხბურთიდან შესაძლოა 3 წლით მოკვეთონ, საქმე ბეთინგის სკანდალს ეხება. როგორც გამოცემა ამტკიცებს, იბრაჰიმოვიჩი მალტაზე არსებულ ერთ-ერთ საბუკმეიკერო კანტორასთან თანამშრომლობს.

გამოცემა Aftonbladet-ის ინფორმაციით, ზლატანის კომპანიას ბეთინგ კომპანიის წილის 10% ეკუთვნის. მსგავსი რამ UEFA-სა და FIFA-ს წესების მიხედვით აკრძალულია.

წყაროს ინფორმაციით, ზლატანი მონაწილეობდა იმ მატჩებში, რომელზეც ეს კომპანია ფსონებს იღებდა. ასეთი ერთ-ერთი მატჩი იყო შვედეთისა და საქართველოს შეხვედრა მარტში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

წესების მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აქვს უფლება აღნიშნული მატჩის შედეგის აპელაცია მოითხოვოს და შვედებს საერთოდ ტექნიკური წაგებაც კი ჩაეთვალოთ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით