ესპანთის სამეფო თასის ფინალში "ბარსას" შესაძლოა პიკე ვერ დაეხმაროს

16-04-2021, 12:55

კატალონიის "ბარსელონას" სულ მალე სევილიაში უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. მოგეხსენებათ, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ესპანეთს თასის ფინალში "ატლეტიკ ბილბაოს" ხვდებიან.

აღნიშნული მატჩის წინ "ბარსას" ქომაგებითვის არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება. ალფრედო მარტინესის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ხერარდ პიკე ფინალურ მატჩში მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა მძიმე ტრავმა მოიშუშა და მიუხედავად იმისა, რომ იგი განაცხადშიც მოხვდა, ხერარდის თამაში ძალიან საეჭვოა.

არადა, ისეთ მნიშვნელოვან მატჩში, როგორიც გუნდს 17 აპრილს ელის, დაცვაში პიკეს ლიდერობა ნამდვიად დააკლდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით