ჰარი კეინის ხელში ჩაგდება ლონდონის "ჩელსისაც" სურს

16-04-2021, 16:45

წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, დავიდ ჟინოლამ talkSPORT-თან ინტერვიუში ლონდონის "ჩელსისა" და ჰარი კეინის შესაძლო კავშირზე ისაუბრა.

"ჰარი კეინის ყიდვა საკმაოდ ძვირი იქნება, რადგან ის თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ასევე, როცა ასეთ გადაწყვეტილებას ეხება საქმე, უნდა გაითვალისწინო ოჯახიც.

თუ ოჯახი ლონდონში თავს კარგად გრძნობს, ის შეიძლება დარჩეს ამ ქალაქში და სხვა ლონდონურ გუნდში გააგრძელოს კარიერა. ის ინგლისელი ბიჭია, უყვარს ლონდონი და ალბათ, ასეთ წინადადებას განიხილავს." - თქვა ჟინოლამ.

შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია ვრცელდება ცნობები 27 წლის ფორვარდის "ტოტენჰემიდან" შესაძლო აბარგების თაობაზე.

თუ ჟინოლას მოსაზრება სწორია, იმის გათვალისწინებით, რომ "არსენალი" "სპურსის" მოსისხლე მტერია და "ვესტ ჰემი" კეინის კალიბრის თავდამსხმელისთვის სასურველი გუნდი არაა, ერთადერთ რეალურ ვარიანტად ლონდონის "ჩელსი" რჩება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით