ცნობილია, რა ანაზღაურების მიღება სურს ერლინგ ჰოლანდს ახალ გუნდში

16-04-2021, 17:55

როგორც მოგეხსენებათ დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრშია.

მისი დამატებისთვის არაერთი კლუბი იბრძვის და მათ შორის არის მადრიდი "რეალიც".

ნორვეგიელ შემტევთან დაკავშირებით პრესაში ძალიან ბევრი ცნობა იწერება. ამჯერად საინტერესო ცნობებს "Goal" და "Mundo Deportivo" გვაწვდის.

როგორც ირკვევა, ჰოლანდს სურს, რომ მისი წლიური ანაზღაურება 35-დან 50 მილიონამდე იყოს, რაც ბუნებრივია, ძალიან ბევრია.

თუ ეს ინფორმაცია მართლაც სიმართლეს შეესაბამება, რთულად წარმოსადგენია დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე რომელიმე კლუბმა აღნიშნული მოთხოვნის შესრულება შეძლოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით