რა შეთავაზება უმზადებს "ბარსა" ლეო მესის - EL CHIRINGUITO

16-04-2021, 18:45

კატალონიის "ბარსელონა" ლეო მესის ახალ შეთავაზებას უმზადებს, იტყობინება "El Chiringuito".

წყაროს ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" არგენტინელისთვის ხელფასის სახით 31 მილიონის შეთავაზებას გეგმავენ.

ბუნებრივია, ეს რიცხვი ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც "ლა პულგა" ამ დროისთვის გამოიმუშავებს. მეტიც, ეს იმას ნიშნავს, რომ ლეოს ანაზღარრების 50%-ით შემცირება მოუწევს, ვინაიდან ახლა ის დაახლოებით 70 მილიონს იღებს წელიწადში.

მოგეხსენებათ, "ბლაუგრანა" რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია და გავრცელებული ცნობების თანახმად, არაა გამორიცხული, რომ კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვას.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით