მერებაშვილი: "დინამომ" ულტიმატუმი წამიყენა"

16-04-2021, 23:48

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა ნახევარმცველმა, გიორგი მერებაშვილმა გამოცემა სპორტალთან საუბრის დროს "დინამოში" გატარებული ბოლო სეზონი გაიხსნა.

"კლუბთან კონტრაქტი 8 თვეში მეწურებოდა. ამ დროს კლუბის ხელმძღვანელობამ და პირადად ბუბა ტყავაძემ ულტიმატუმი წამიყენეს."

"ან წავიდოდი სერბეთში, "ვოივოდინაში", ან მთელი სეზონი უთამაშებლად დამტოვებდნენ. ამას საჯაროდ პირველად ვამბობ."

"მაშინ კლუბს ძალიან უჭირდა და ფინანსური სარგებელი სჭირდებოდათ." -

"არადა, როგორც გავიგე მანამდე "ცრვენა ზვეზდა" მილიონს იხდიდა. ასევე იყო ვარიანტები ბუნდესლიგიდანაც. მაგრამ ეს დამიმალეს. ბოლოს კი ფინანსური კრიზისის გამო იაფად გამყიდეს." - იხსენებს მერებაშვილი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით