სლუცკი: "შოკში ვიყავი, ახლა კვარაცხელიაც აღარ იქცევა ასე"

16-04-2021, 22:17

ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ საინტერესო ვარჯიშის ხერხი გაამხილა.

"ფეხბურთელი, რომელიც ვარჯიშის დროს მინდორზე დაწვება, ჯარიმას მიიღებს. მე ეს გუნდში მოსვლიდან მალევე დავაწესე და იმუშავა."

"ამ მეთოდმა კვარაცხელიაზეც კი იმუშავა. არადა მახსოვს, პირველ ვარჯიშზე მან ორთაბრძოლისას სალტო გააკეთა, ძირს დაეცა და ტირილი დაიწყო."

"ამის შემდეგ, 20 წამში კი წამოდგა და ჩვეულებრივად გააგრძელა თამაში." - იხსენებს სლუცკი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით