" ევრო 2022-ზე საქართველოსთან მოხვედრა არავის ესიამოვნება" - ასათიანი

16-04-2021, 21:16

"ტაიმაუტში" სტუმრად საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი იმყოფებოდა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, რომელიც 2022 წელს ნიდერლანდებში გაიმართება.

"ხალხისგან ისეთ მილოცვებს ვიღებდით, მივხვდით, ხალხს საქართველოში ფუტსალი როგორ ჰყვარებიათ. ხალხისგან კი დიდი მუხტი იყო, ისინი დარბაზში რომ არ დაეშვათ, გაგვიჭირდებოდა. მთავარი ისაა, რომ ფინალამდე მისვლა ვისწავლეთ, რაც ბიჭებს დიდ რწმენას და თავდაჯერებას აძლევს, რასაც ხშირ შემთხვევაში ადრინდელ შესარჩევ ეტაპზე სამი ტურის შემდეგ ვკარგავდით".

"ყველაზე რთული მატჩი საფრანგეთში გვქონდა, რა პერიოდშიც შეუთამაშებლები ვიყავით და ნატურალიზებული ბრაზილიელები ახალი ჩამოსულები იყვნენ. მაგრამ ბიჭების ინდივიდუალური ოსტატობით ქულა მოვიპოვეთ, რამაც ჩვენი შემდგომი წარმატება განაპირობა. მიმაჩნია, ევროპის ჩემპიონატის წილისყრაზე საქართველოს ბურთულა რომ ამოვა, არავის ესიამოვნება", - განაცხა ასათიანმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით