ზლატანის დანაშაულისთვის შვედეთი-საქართველოს მატჩის შედეგი გაუქმდება?!

16-04-2021, 22:44

როგორც იცით, საბუკმეიკერო ბიზნესში მონაწილეობისთვის ზლატან იბრაჰიმოვიჩს სოლიდური ჯარიმა და ფეხბურთიდან ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

შვედი ფეხბურთელი საკუთარი კომპანიის Unknown AB-ის მეშვეობით, 2018 წლიდან 10-პროცენტიან წილს ფლობს საბუკმეიკერო ფირმა Bethard-ში. ამ უკანასკნელის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ეს ინფორმაცია.

ბრალის დადგენის შემთხვევაში იბრაჰიმოვიჩს ემუქრება ფულადი ჯარიმა 100 ათასი ევროს ოდენობით და ფეხბურთიდან მოკვეთა სამი წლის ვადით.

ბოლო 24 საათში, შვედური და სხვა უცხოური სააგენტოები წერენ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აქვს უფლება შეხვედრის შედეგის გაუქმება მოითხოვოს და შვედებს ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით