რა თანხა აქვს გამომუშავებული გიგა ჭიკაძეს UFC-ში - ქართველის მონაგარი

3-05-2021, 22:57

გიგა ჭიკაძემ UFC-ში მორიგი წარმატებული ბრძოლა ჩაატარა, ქართველმა ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და რეიტინგში პოზიცია გაიმყარა.


TheSportsDaily-მ შემოგვთავაზა "ნინძას" მიერ გამომუშავებული თანხა კარიერულად, თუმცა, აქ არ არის გათვალისწინებული სასპონსორო და სატელევიზიო თანხები. აქ დათვლილია მხოლოდ UFC-გან მიღებული შემოსავალი.

ჯამში, გიგამ UFC-ში 346,700 დოლარი გამოიმუშავა, ყველაზე მეტი თანხა კი უკანასკნელ ბრძოლაში, კაბ სვანსონის დამარცხების შემდეგ მიიღო.

სხვა მებრძოლებთან, გიგას მონაგარი ასე გამოიყურება:
  • მაიკ დევისი - 23,500$
  • ჯამალ ემერსი - 27,500$
  • ირვინ რივერა - 27,500$
  • ომარ მორალესი - 44,000$
  • ჯეიმი სიმონსი - 98,000$

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით