"ის ლიონელ მესის ჰგავს" - ვინ შეადარა კვარაცხელია არგენტინელ ლეგენდას

3-05-2021, 22:57

ხვიჩა კვარაცხელიას ისევ აქებენ, ქართველმა მოთამაშემ შექება ამჯერადრუსული "ნეხტფემიკის" ქართველი შემტევისგან, მერაბ ურიდიასგან მიიღო.

"რუბინში" აღზრდილმა მოთამაშემ Meratings-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და აღნიშნა, რომ ის ლიონელ მესის გავს.

"ამ მომენტში, ის ქინქლაძისგან ძალიან შორსაა, რომელმაც თავის მხრივ, მანჩესტერ სიტის რიგებში პრემიერ ლიგა დაანგრია, თუმცა ხვიჩას ამ დონეზე სათამაშოდ ყველაფერი აქვს. თუ ის ძლიერ ჩემპიონატში წავა და 3-4 წელი მაღალ დონეზე ითამაშებს, მაშინ შედარება შესაძლებელი იქნება. ვფიქრობ, კვარა ყველაზე მეტად მილანს მოერგება.

მისი დრიბლინგი ბურთის მუდმივ ფლობაზეა დამყარებული, ამ ყველაფრის გაკეთება კი ძალიან რთულია. ის ლიონელ მესის ჰგავს, კვარა ბურთს გრძნობს", - განაცხადა ურიდიამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით