რა ღირს მანქანა, რომელმაც ბასილაშვილმა ტურნირის მოგების შემდეგ მიიღო

3-05-2021, 22:57

ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში მე-5 ტიტულს დაეუფლა, მან ფინალში იან-ლენარ შტრუფი დაამარცხა და BMW Open-ის გამარჯვებული გახდა.

თანხასთან ერთად, ქართველმა ჩოგბურთელმა საჩუქრად BMW-ს ავტომობილი მიიღო, კონკრეტულად კი - BMW M850i xDrive Gran Coupé.

ამ ავტომობილის ღირებულება დაახლოებით 105,000 დოლარია. ამასთან ერთად, ბასილაშვილმა 41,154 ევროც მიიღო ტურნირის მოგების შემდეგ.

ამ ტურნირის მოგებით, ბასილაშვილმა რეიტინგის 31-ე პოზიციაზე გადაინაცვლა და უახლოეს მდევრებთან სხვაობა გაზარდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით