ევროპა ლიგის ფინალს 9500 გულშემატკივარი დაესწრება

3-05-2021, 20:39

უეფამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების ფინალს, რომელიც ქალაქ გდანსკში უნდა გაიმართოს, 9500-მდე გულშემატკივარი დაესწრება.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ და პოლონეთის მთავრობამ მოილაპარაკეს იმის თაობაზე, რომ გდანსკის 40 ათასიანი სტადიონის 25% შეივსება.

2000-2000 ბილეთი ფინალისტ გუნდებს დაურიგდებათ თავიანთი გულშემატკივრებისთვის, 2000 ადგილი კი ადგილობრივი აუდიტორიით შეივსება.

ქალაქი გდანსკი პოლონეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. აქ ევროპა ლიგის 2020 წლის ფინალი უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდპანდემიის გამო ამან ერთი წლით გადაიწია.

რაც შეეხება ფინალისტებს, მათ ვინაობას ხუთშაბათს შევიტყობთ, "არსენალი" - "ვილიარეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" - "რომას" განმეორებითი დაპირისპირებების შემდეგ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით