ჯენარო გატუზო ქართველ მოთამაშეს გაწვრთნის !? - ახალი ინფორმაცია

3-05-2021, 22:57

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, "ნაპოლის" და ჯენარო გატუზოს გზები გაიყოს, იტალიელი ლეგენდა კლუბის დატოვებას უახლოვდება.

SportsItalia-ს თქმით, ჯენაროს უკვე გამოუჩნდნენ მსურველები, ერთ-ერთი მათგანი კი უკრაინული კლუბი, დონეცკის "შახტარია", სადაც ქართველი მოთამაშე, დავით ხოჭოლავა თამაშობს.

"მილანის" ლეგენდა სავარაუდოდ სეზონის ბოლოს დატოვებს ნეაპოლურ კლუბს, შემდეგ კი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ სად გააგრძელოს სამწვრთნელო კარეირა.

დონეცკელების გარდა, ჯენაროსთან გასაუბრებას "ფიორენტინა" და "ტოტენჰემიც" გეგმავენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით