კვარაცხელია "რუბინის" თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

4-05-2021, 10:34

"რუბინის" ოფიციალური გვერდის მიხედვით, გამოკითხვაში, რომელსაც აპრილის საუკეთესო მოთამაშე უნდა გამოევლინა, კვარაცხელიას ხმა გულშემატკივართა 90%-მა მისცა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება უკვე მეოთხედ მოიპოვა. 

კვარაცხელიამ გასულ თვეში 3 ჯერ ითამაშა და სამივე მატჩი "რუბინის" გამარჯვებით დასრულდა. 20 წლის მოთამაშემ მატჩის ბედის გადამწყვეტი გოლი "სოჭს" გაუტანა. "ურალთან" მიღებული ტრავმის შემდეგ, რომელიც დღემდე აწუხებს ლეგიონერს, ხვიჩამ 1 მატჩის ჩატარება ვერ მოახერხა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით