კვარაცხელიასა და კიდევ ერთი ქართველის გოლი აპრილის საუკეთესოებში მოხვდა

4-05-2021, 10:57

რუსეთის პრემიერ ლიგის გვერდზე მიმდინარეობდა გამოკითხვა, სადაც 24-დან 27-ე ტურამდე გატანილ გოლებს შორის საუკეთესოები გამოარჩიეს.

ერთ-ერთ საუკეთესო გოლად. ხვიჩა კვარაცხელიას "სოჭისთან" გატანილი ბურთი დასახელდა, რომლის მეშვეობითაც "რუბინმა" მატჩის მოგება მოახერხა. რუსეთის პრემიერ ლიგის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამარჯვებულები გულშემატკივრებმა გამოავლინეს, ამასთან ხმის მიცემით ისარგებლეს პრემიერ ლიგისა და არხ "Match Premier"-ის ექსპერტებმა. 

ამ სიაში, ასევე გროზნოს "ახმატის" თავდამსხმელი გიორგი მელქაძეა, მან თავი "ხიმკისთან" გატანილი შესანიშნავი მაკრატელათი გამოიჩინა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით